რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები გუშინ ისევ შეიკრიბნენ. აქციაზე იმყოფებოდა ნინო ლომჯარია, რომელიც პროტესტის მონაწილეებს კანონდარღვევისკენ ხშირად მოუწოდებს.
ტრადიციულად, ლომჯარია ტროტუარზე და არა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე იდგა. მან არ უპასუხა „ქრონიკის“ დასმულ კითხვებს, რატომ აიძულებს აქციაზე მყოფებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, როდესაც თავად მოვლენებს შორიდან ადევნებს თვალს.
„პრინციპული პოზიცია მაქვს, რომ რუსულ პროპაგანდას არ მივცე კომენტარი. ამიტომ არ გაძლევთ პასუხს“, – განუცხადა ლომჯარიამ „ქრონიკის“ ჟურნალისტს.
კომენტარები
