ურანის საქმეზე დაკავებული ჩინეთის 3 მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ადვოკატების ინფორმაციით, ისინი დანაშაულს არ აღიარებენ.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით. ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, ქვეყანაში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.
კომენტარები
