საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გელა გელაძე უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს ეწვია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
დელეგაციის წევრებმა მოინახულეს უნგრეთის ეროვნული პოლიციის სპეციალურ დავალებათა დანაყოფი, რომელიც სპეციალური ღონისძიებების განხორციელებისას ადგილობრივი პოლიციის დახმარებას უზრუნველყოფს. გელა გელაძე, ასევე, ეწვია უნგრეთის პოლიციის სასწავლო აკადემიას, სადაც დეტალური ინფორმაცია მიიღო აკადემიის საქმიანობისა და საპოლიციო განათლების სპეციფიკაზე.
დანაყოფებში განხორციელებული ვიზიტების ფარგლებში, მხარეებმა გამოხატეს მზაობა, აქტიურად გააგრძელონ მუშაობა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით.
ვიზიტის დასასრულს, გელა გელაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა უნგრულ მხარეს გულთბილი მასპინძლობისათვის და იმედი გამოთქვა, რომ მხარეთა საერთო ძალისხმევით პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო გაფართოვდება სხვადასხვა მიმართულებით.
