ისინი [ევროკავშირის ქვეყნები] მხოლოდ ჩვენკენ იშვერენ ხელს და თვითონ ფულს როცა დაინახავენ, აბსოლუტურად ყველაფერზე არიან წამსვლელები, – აცხადებს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.
დეპუტატი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სანქციების გამკაცრების მოთხოვნების პარალელურად, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი თავად არიან ჩართულნი რუსული ნავთობის ექსპორტის ჩრდილოვან სქემებში.
„ისინი [ევროკავშირის ქვეყნები] მხოლოდ ჩვენკენ იშვერენ ხელს და თვითონ ფულს როცა დაინახავენ, აბსოლუტურად ყველაფერზე არიან წამსვლელები. [კაია] კალასის ქმრის ამბავიც გემახსოვრებათ, როდესაც მილიონებს აკეთებდა რუსეთში და მერე კალასი ამბობდა, რომ არ ვიცოდი ჩემი ქმარი რით იყო დაკავებულიო. ალკოჰოლის ჩვენზე მეტ ექსპორტს ეწეოდნენ რუსეთში და ახლაც, ნავთობის ექსპორტთან დაკავშირებით მანიპულაციებს აკეთებენ“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.
ბალტიისპირეთის ქვეყნების კომპანიები რუსეთის „ჩრდილოვან“ ტანკერებზე ნავთობის გადატვირთვაში მონაწილეობენ. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
