ჩვენ მოვახერხეთ ის რომ მშვიდობა და მშვიდობიანი განვითარება შევინარჩუნეთ, მაგრამ ახლა უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის ეკონომიკური განვითარება და უსაფრთხოება, – განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ „დღის ქრონიკაში“.
კაკაბაძემ ისაუბრა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გადაწყვეტილებაზე, რომელიც პარტიის დაფუძნებას ეხება.
„დადგა დრო რომ ჩვენს ქვეყანაშიც მოხდეს ძალიან სერიოზული ცვლილებები ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ, აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დაახლოებით ალბათ ერთი წლის წინ, რომ შეგვექმნა მოძრაობა ერთიანი ნეიტრალური საქართველო, რომელიც შემდგომ იქცეოდა პარტიად. ჩვენ მოვახერხეთ ის რომ მშვიდობა და მშვიდობიანი განვითარება შევინარჩუნეთ, მაგრამ ახლა უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის ეკონომიკური განვითარება და უსაფრთხოება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნეიტრალიტეტი არის სწორედ ის არჩევანი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას, ასევე ის აბრეშუმის გზა, რომელიც საქართველოზე სავარაუდოდ უნდა გავიდეს, არის სწორედ ის გზა, რომელიც ჩვენ ეკონომიკურ კეთილდღეობას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა მან.
კითხვაზე – „როგორ ფიქრობთ, ამომრჩევლის რომელი კატეგორიისთვის იქნება მიმზიდველი თქვენი პოლიტიკური ძალა?“ – კაკაბაძემ ასე უპასუხა:
„ვინ უნდა მოგცეს ხმა ამაზედაც რა თქმა უნდა ნაფიქრი გვაქვს – ის ადამიანები, რომლებიც თავს იკავებდნენ და არ გამოდიოდნენ არჩევნებზე, იმიტომ რომ მათ არ მოსწონდათ არც ქართული ოცნება და ბუნებრივია, არ მოსწონდათ ის სისხლიანი რეჟიმი, რომელიც 9 წლის განმავლობაში იყო ქვეყანაში, ჩვენ გვინდა, რომ სწორედ ეს ადამიანები დაინტერესდნენ იმ პროექტებით იმ ხედვებით, რომელიც ამ პარტიას ექნება და ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ისეთი ადამიანების ხელისუფლებაში მოსვლას, რომელსაც ეს პლატფორმა ექნება გაზიარებული. ნეიტრალიტეტი ეს არის საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გარანტი და რას მოიცავს ეს: ნეიტრალიტეტი ისე ვერ შედგება თუ არ მოხდა სერიოზული ქვეყნების მიერ ჩვენი ქვეყნის ნეიტრალიტეტის აღიარება, ამიტომ ჩვენი მიზანია, რომ ეს ქვეყნები დავაინტერესოთ საქართველოთი, ვიქონიოთ ძალიან დადებითი ურთიერთობები იმ ქვეყნებთან, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკაში აქტიურად მონაწილეობენ და გვქონდეს კეთილგანწყობილი ურთიერთობები ყველასთან. რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა ეს უნდა ეფუძნებოდეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენი ტრადიციებისა და ღირებულებების გათვალისწინებას.
ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე და ევროპისკენ სვლის მომხრე არის სრულიად საქართველო და ყველა ნორმალური ადამიანი, როცა იქ არის ის ღირებულებები, რა ღირებულებებითაც ევროპა იყო ცნობილი მთელ მსოფლიოში. მაგრამ მას შემდეგ, რაც ევროპამ უარი თქვა თვითონვე იმ ღირებულებებზე რომელსაც ეფუძნებოდა ევროპელობა და ევროპული სტანდარტები და განსაკუთრებით მას მერე რაც ევროპამ დაიწყო ხელყოფა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა, იღებდნენ ისეთ პეტიციებს, რომლებიც პირდაპირ შეურაცხყოფდა დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყანას, ამის შემდგომ ძალიან სერიოზულად შეიცვალა ქართველი ხალხის დამოკიდებულება ევროპისადმი. ჩვენ ასევე მოვითხოვეთ ხელისუფლებისგან პლებისციტი, ან რეფერენდუმი იმასთან დაკავშირებით, გაგვეზომა ქართველი ხალხის სწრაფვა ევროპისადმი. ჩვენ ევროპაზე უარს არ ვამბობთ, უარს ვამბობთ ისეთ ევროპაზე, რომელიც თავს გვახვევს ლგბტ პროპაგანდას, თავს გვახვევს იმ კანონებზე უარის თქმას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ არის თუ არა ეს ისევ ქართველი ხალხის ნება, იმიტომ რომ 2008-ში ჩატარებული კვლევა ვერ იქნება ამდენი წლის მერე ასე ვთქვათ აპრიორში მიღებული, მით უმეტეს მას მერე ქართველმა ხალხმა ნახა ის ზეწოლები, ნახა ის უსამართლობები, ნახა სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის რღვევის სურვილი, რომელიც დასავლეთმა ჩვენს მიმართ გამოიჩინა და რაც მთავარია ისინი ლობირებდნენ ქვეყანაში არა საქართველოს ინტერესებზე ორიენტირებულ ქართულ ძალებს, არამედ უცხო ქვეყნის ინტერესებს საქართველოში.
ჩვენ აუცილებლად გვექნება სამომავლოდ ურთიერთობა ევროპასთან, ისევე როგორც სხვა ქვეყნებთან მხოლოდ მას მერე, როდესაც დაინახავენ ჩვენს სურვილს და სწრაფვას დამოუკიდებლობისკენ და სუვერენიტეტის შენარჩუნებისკენ, რომელიც აღიარებს ჩვენს თვითმყოფადობას, ტრადიციებს და არ დაემუქრება ჩვენ ერს გადაშენებით“, – განაცხადა კაკაბაძემ.
