უკრაინის ქალაქ დნიპროში რუსეთის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. ინფორმაციას ქალაქი მერი ბორის ფილატოვი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
„სამწუხაროდ, მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება. უკვე სამი ადამიანია დაღუპული. კიდევ ერთ ადამიანს ვერ პოულობენ“, – დაწერა ფილატოვმა.
მისი თქმით, საცხოვრებელი კორპუსის ორი სადარბაზო, როლებსაც რუსული არმიის მიერ გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატი მოხვდა, დემონტაჟს ექვემდებარება.
რუსეთმა დნიპრო და უკრაინის სხვა დასახლებული პუნქტები გვიან ღამით დაბომბა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია ერთ დაღუპულისა და 11 დაშავებულის შესახებ.
კომენტარები
