ფრანგმა სამართალდამცველებმა პარიზში ტერაქტის მომზადების ბრალდებით სამი გოგონა დააკავეს და ბრალი წარუდგინეს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ 10 ოქტომბერს დაიწყო. დაკავებულები დაახლოებით 20 წლის არიან. როგორც ფრანგული მედია იუწყება, ეს არის პირველი ასეთი შემთხვევა მრავალი წლის განმავლობაში.
ტერაქტის დაგეგმვის მოტივი უცნობია. თუმცა, როგორც ეროვნული ანტიტერორისტული პროკურატურის პროკურორმა ოლივიე კრისტიენმა განაცხადა, ჯიჰადისტური საფრთხე საფრანგეთში „მასშტაბებისა და მომზადების კუთხით ყველაზე ძლიერია“, და ის უკანასკნელი სამი წლის მანძილზე იზრდება.
კომენტარები
