რუსეთის სამხედრო მეთაურებმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს განუცხადეს, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის ფრონტის ხაზთან მდებარე ქალაქები პოკროვსკი და ვოვჩანსკი დაიკავეს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინი გაერთიანებული ძალების ჯგუფის სამეთაურო პუნქტს ეწვია, სადაც კრასნოარმეისკისა და ვოვჩანსკის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია მიიღო.
„არმიის გენერალმა გერასიმოვმა უმაღლეს მთავარსარდალს დონეცკის ქალაქ კრასნოარმეისკისა და ხარკოვის ოლქში ვოვჩანსკის გათავისუფლების, ასევე სხვა რაიონებში ჯარების მიერ განხორციელებული შეტევითი ოპერაციების შედეგების შესახებ ანგარიში წარუდგინა“, – განაცხადა პესკოვმა.
აღნიშნულ ინფრომაციას უკრაინის ხელისუფლება არ ადასტურებს. ოფიციალური კიევის ცნობით, უკრაინული ძალები პოკროვსკის ნაწილს ჯერ კიდევ აკონტროლებენ.
