საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიმდინარე კვირაში ჩინეთში გაემგზავრება. ეს მაკრონის მეოთხე სახელმწიფო ვიზიტი იქნება ჩინეთში.
ემანუელ მაკრონს 4 დეკემბერს დაგეგმილი აქვს შეხვედრა ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან. მომავალი წლის დასაწყისში კი ჩინეთში ვიზიტები აქვთ დაგეგმილი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერსა და გერმანიის კანცლერს ფრიდრიხ მერცს.
აღნიშნული ვიზიტები ჩინეთსა და ევროპას შორის სავაჭრო ურთიერთობებში მზარდი დაძაბულობის ფონზე ხორციელდება. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ჩინეთიდან იაფი პროდუქტების ექსპორტი, განსაკუთრებით ფოლადის სექტორში, ევროპულ ინდუსტრიას აზარალებს. ევროპაში ასევე შეშფოთება არსებობს ელექტრომობილების სექტორში ჩინეთის ტექნოლოგიური უპირატესობისა და იშვიათი წიაღისეულის გადამუშავებაში პეკინის დომინანტობის გამო.
