საბურთალოს რაიონის გამგეობა ნადარეიშვილის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაციას ახორციელებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 3 000 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა.
„აღნიშნული ტერიტორია გამწვანდება, დაიგება რულონური ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. ასევე, მოეწყობა საბავშვო-გასართობი სივრცეები. აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგება, პირველ რიგში, იქ მცხოვრები ადამიანებისთვისაა მნიშვნელოვანი. ყველა გამგეობა ახორციელებს მსგავსი ტიპის პროექტებს იმისთვის, რომ უბნებშიც შევიდეთ და მხოლოდ დიდი ტერიტორიებით არ შემოვიფარგლოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები
