BBC-ის ყალბი რეპორტაჟის შემდეგ ბრიუსელში, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი მიმდინარეობს, უჩა ნანუაშვილმა აქციებზე ე.წ. ქიმიური იარაღის – „კამიტის“ გამოყენებაზე ისაუბრა და ევროკომისიისგან რეაგირება მოითხოვა.
აღსანიშნავია, რომ დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან შემდეგი განცხადება გააკეთა:
„ბიბისის“ სიუჟეტი არის არამხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელწერით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია, რომელიც ორ მიზანს ემსახურება. პირველი – ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ, შექმნან საბაბი უკვე სრულად ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გასაღვივებლად და მეორე – ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ, შექმნან საბაბი ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ შანტაჟის გასაგრძელებლად“.
კომენტარები
