მსოფლიო წესრიგი იცვლება, რაც ევროკავშირის პარტნიორებისთვის სტრატეგიულ კავშირებს ძალიან მნიშვნელოვანს ხდის, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირ-სომხეთის პარტნიორობის საბჭოს მეექვსე შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ამჟამად, სომხეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დონე 37 პროცენტს შეადგენს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ვიყენებთ. ამავდროულად, ჩვენს პარტნიორებს [პროცესში] ვრთავთ, რადგან გვინდა, რომ ომი [რუსეთსა და უკრაინას შორის] დასრულდეს“, – აღნიშნა კაია კალასმა.
„ევროკავშირი თავის პარტნიორებს ეხმარება ვაჭრობის განვითარებასა და დივერსიფიცირებაში. ეს ნიშნავს, რომ მათ აღარ მოუწევთ მთლიანად რუსეთზე დაყრდნობა. თუ ყველა დაიცავს ამ სანქციებს და არ მოხდება გვერდის ავლა, მაშინ ევროკავშირი თავის პარტნიორებს წაართმევს ომის დაფინანსების შესაძლებლობას“, – დასძინა მან.
