გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეპულის თქმით, ბერლინი კიევისთვის საჭირო ამერიკული იარაღის შესყიდვისთვის დამატებით 200 მილიონ დოლარს გამოყოფს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე ცნობით, გერმანიამ ოქტომბერში უკვე დახარჯა უკრაინისთვის საჭირო შეიარაღების შეძენაზე 500 მილიონი დოლარი.
მისი თქმით, თანხა ნატო-სა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ახალი მექანიზმის ფარგლებში დაიხარჯა, რომლის საშუალებითაც ნატო-ს მოკავშირეები კიევისთვის საჭირო შეიარაღებას აშშ-სგან ყიდულობენ.
ამას გარდა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბერლინი კიდევ 25 მილიონი ევროს გადარიცხავს ნატო-ს ფონდში, რათა ფრონტზე მყოფი უკრაინელი ჯარისკაცები ამჟამად საჭირო აღჭურვილობითა და სამედიცინო დახმარებით იყვნენ უზრუნველყოფილი.
