ვლადიმირ პუტინმა ევროპული ძალები გააფრთხილა, რომ თუ ისინი რუსეთთან ომს დაიწყებდნენ, მოსკოვი მზად იქნებოდა საბრძოლველად და ევროპული ძალების დამარცხება იმდენად აბსოლუტური იქნებოდა, რომ სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებისთვისაც კი არავინ დარჩებოდა.
შესაბამისი კითხვა პუტინს ჟურნალისტებმა დაუსვეს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს გაფრთხილებასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ევროპა რუსეთთან ომისთვის ემზადებოდა. პუტინის თქმით, რუსეთს ევროპასთან ომი არ სურს.
“თუ ევროპას მოულოდნელად ჩვენთან ომის დაწყება მოუნდება და დაიწყებს, მაშინ ძალიან სწრაფად აღმოჩნდება ისეთ სიტუაციაში, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომისთვის აღარავინ დარჩება”. – უპასუხა პუტინმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინასთან მიმდინარე ომი სრულმასშტაბიანი არ არის და რუსეთი “ქირურგიული სიზუსტით” მოქმედებს, რაც არ განმეორდება ევროპულ ძალებთან პირდაპირი დაპირისპირების შემთხვევაში
