გაეროს გენერალური მდივანი რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, ტერიტორიების შესახებ მოლაპარაკებების დროს საერთაშორისო სამართლის პრინციპები გაითვალისწინონ. ანტონიო გუტერეშის თქმით, კონფლიქტის გადაწყვეტა საერთაშორისო სამართლის ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს და სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობის პრინციპი დაცული უნდა იყოს.
„პირველ რიგში, სწორედ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და არა პირიქით. მეორე – კონფლიქტის გადაწყვეტა საერთაშორისო სამართალს უნდა შეესაბამებოდეს, რაც ნიშნავს სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას. ამ წესების დარღვევა უკიდურესად საშიშია, რადგანაც მთელ მსოფლიოში, ყველგან ადამიანები იგრძნობენ, რომ შეუძლიათ გააკეთონ ის, რისი სურვილიც აქვთ. იმედი მაქვს, მოლაპარაკებების დასრულებისას ეს პრინციპი დაცული იქნება, მაშინაც კი, თუ ზუსტად ვიცით, რომ ეს ადვილი არ იქნება“, – განაცხადა გუტერეშმა.
