ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N34-თან მდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, 5 500 კვ. მ ფართობზე გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები შესრულდა.
მოეწყო კომბინირებული სპორტული მოედანი. დამონტაჟდა განათების ბოძები, ტრენაჟორები და დასასვენებელი პავილიონი. მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცე, საფეხმავლო ბილიკები, საბაღე სკამები და ურნები. დაიგო ბალახი, დაირგო ხეები და ბუჩქები. ბადით გადაიხურა სპორტული მოედანი.
რეაბილიტირებული სკვერი თბილისის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე კახა აბულაძემ, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ჭელიძემ დაათვალიერეს.
სკვერის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 800 000 ლარი დაიხარჯა.














