შავი ზღვის საერთაშორისო წყლებში მცურავ გემებზე თავდასხმების გამო, უკრაინის ელჩი ანკარაშინ და რუსეთის დროებითი რწმუნებული თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს თურქეთის შეშფოთება გადაეცა ამ თავდასხმებთან დაკავშირებით.
„ამ მოვლენებმა, რომლებიც ჩვენს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში მოხდა შავ ზღვაში, სერიოზული რისკები შექმნა რეგიონში ნაოსნობის უსაფრთხოებისთვის, ადამიანთა სიცოცხლის, ქონებისა და გარემოსთვის“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა და აღნიშნა, რომ ეს თავდასხმები შეშფოთებას იწვევს.
სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის ეკონომიკურ ინტერესებსა და საქმიანობაზე ნეგატიური გავლენის თავიდან ასაცილებლად, ანკარა აგრძელებს კონტაქტების შენარჩუნებას დაინტერესებულ მხარეებთან.
