ტრამპის ადმინისტრაცია უთანხმოებაშია ევროპელ ოფიციალურ პირებთან, რომლებსაც არარეალისტური მოლოდინები აქვთ ომთან დაკავშირებით. ეს პირები არიან არასტაბილური უმცირესობის მთავრობებში, რომელთაგან ბევრი თელავს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს, – ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, რომელიც თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, ევროპელთა დიდ უმრავლესობას სურს მშვიდობა, თუმცა ეს სურვილი პოლიტიკაში არ აისახება, დიდწილად ამ მთავრობების მიერ დემოკრატიული პროცესების ძირის გამოთხრის გამო.
„უკრაინის ომმა მოახდინა იმის უკუეფექტი, რომ გაზარდა ევროპის, განსაკუთრებით კი გერმანიის, გარე დამოკიდებულებები. დღეს, გერმანული ქიმიური კომპანიები მსოფლიოში ყველაზე დიდ გადამამუშავებელ ქარხნებს აშენებენ ჩინეთში, იმ რუსული გაზის გამოყენებით, რომლის შეძენაც მათ სამშობლოში არ შეუძლიათ. ტრამპის ადმინისტრაცია უთანხმოებაშია ევროპელ ოფიციალურ პირებთან, რომლებსაც არარეალისტური მოლოდინები აქვთ ომთან დაკავშირებით. ეს პირები არიან არასტაბილურ უმცირესობის მთავრობებში, რომელთაგან ბევრი თელავს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს ოპოზიციის ჩასახშობად. ევროპელთა დიდ უმრავლესობას სურს მშვიდობა, თუმცა ეს სურვილი პოლიტიკაში არ აისახება, დიდწილად ამ მთავრობების მიერ დემოკრატიული პროცესების ძირის გამოთხრის გამო. ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სწორედ იმიტომ, რომ ევროპულ სახელმწიფოებს არ შეუძლიათ თვითრეფორმა, თუ ისინი პოლიტიკურ კრიზისში არიან ჩარჩენილი“, – აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში.
