რუსთავში ხანძარს ადამიანი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ელექტრო გამათბობელი გახდა.
შემთხვევის დროს, ოთახში იმყოფებოდა 74 წლის მამაკაცი, რომელმაც შენობიდან გამოსვლა ვერ მოასწრო.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო, სახანძრო და საპატრულო ჯგუფები.
,,პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
კომენტარები
