ბრიტანული მედია ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის (MI6) ხელმძღვანელის, ბლეიზ მეტრეველის პირველი საჯარო გამოსვლის ტექსტიდან ამონარიდებს აქვეყნებს. მათი ცნობით, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ პირველ საჯარო განცხადებაში მეტრეველი რუსეთისგან მომავალ საფრთხეს გაუსვამს ხაზს.
მეტრეველი იტყვის, რომ რუსეთისა და სხვა მტრული სახელმწიფოების მხრიდან მკვლელობების, საბოტაჟისა, კიბერთავდასხმებისა და ინფორმაციით მანიპულირების ფონზე, „ფრონტის ხაზი ყველგანაა“.
„ქაოსის ექსპორტი რუსეთისთვის საერთაშორისო ურთიერთობებში დამახასიათებელია სტილია და არა ნაკლი და ეს ასე გაგრძელდება, სანამ პუტინი იძულებული არ გახდება საკუთარი გათვლები შეცვალოს“, – იტყვის მეტრეველი.
მოსალოდნელია, რომ მეტრეველი უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების შესახებაც განაცხადებს. მისი გამოსვლა დღეისთვის არის დაგეგმილი.
