საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს პოლიციასა და აქტვისტებს შორის დაპირისპირება მოხდა, სამსართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
ფრანგული მედის ცნობით, ქალაქ ლიონში აქტივისტებმა პოლიციას ასაფეთქებელი მოწყობილობები ესროლეს, რის შემდეგაც ძალოვანებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ასევე, შეტაკება მოხდა პარიზსა და მარსელშიც.
ქალაქ ტულუზაში პოლიციამ წყლის ჭავლი მას შემდეგ გამოიყენა, რაც აქციის მონაწილეებს შეკრებაზე უარი უთხრეს, თუმცა რამდენიმე ათასი ადამიანი ქალაქის ქუჩებში მაინც გავიდა.
პოლიციის ცნობით, პარიზში საპროტესტო აქციაში დაახლოებით 70 000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
კომენტარები
