Bild-ის ცნობით, უკრაინა მზად არის რუსეთის არმიის მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე კონტროლის დაკარგვა დე ფაქტო აღიაროს, თუმცა უარზეა საკუთარი ჯარი გაიყვანოს დონბასის იმ ნაწილიდან, რომელსაც ახლა აკონტროლებს.
კიევი სამშვიდობო გეგმის ფარგლებში დონეცკის ოლქის ნაწილის დემილიტარიზირებულ ზონად გამოცხადებას არ თანხმდება. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ასეთ ნაბიჯს, უკრაინის არმიის კაპიტულაციად განიხილავს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინა მზად არის ნატოზე უარი თქვას და ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას თანხმდება.
კომენტარები
