საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 13:26 საათზე დაფიქსირდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მცხეთასთან, სოფელ ძეგვიდან ერთ კილომეტრში იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.4 მაგნიტუდა შეადგინა.
კომენტარები
