უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას თანამდებობიდან გათავისუფლებას არ გეგმავს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ზელენსკის თქმით, ის „არც დღეს და არც ხვალ“ უკრაინის პირველი დიპლომატის შეცვლას არ აპირებს.
როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, უკრაინელი ჩინოვნიკები და პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლები „გუნდურად“ მუშაობენ, ხოლო ის თავად დიპლომატების მუშაობასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიდ პატივს სცემს.
უკრაინული მედია იუწყება, რომ ზელენსკის განცხადებამდე უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატებმა ალექსეი გონჩარენკომ და იაროსლავ ჟელეზნიაკმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ზელენსკის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრად სიბიგას პირველი მოადგილის სერგეი კისლიცას დანიშვნა სურს. ხოლო თავად სიბიგა პოლონეთში უკრაინის საელჩოს უხელმძღვანელებს.

