ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტი, გაზეთ “შანსის” დამფუძნებელი ბონდო ქურდაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმარება.
“ბრავო, ბატონო შალვა!.. ამის თქმას, ვერასდროს, ვერცერთი “ნაცი” ვერ გაბედავდა, სწორედ ამაშია იმ ერთი კაცის ძლიერება, რუსეთუმობას, რომ აბრალებენ(!)… ბევრმა უღალატა, მაგრამ მაინც შექმნა და ააშენა დიდი გუნდი, ისეთი ძლიერი, როგორც “პარი სენჟერმენი”, იმ განსხვავებით, რომ მას ვარსკვლავებში მილიონები არ დაუხარჯავს, პოლიტიკის ვარსკვლავებს, საქართველოში მიაგნო, როგორც ტრამპმა-ამერიკაში, რატომ არ შეიძლება ფეხბურთის მსგავსად, პოლიტიკაშიც გყვდეს ყიფიანები, ჩივაძეები, კვარაცხელიები… ერთხელ ეს ახალკაცმა შეძლო, დარწმუნებული ვარ,
იგივეს, ქართულ პოლიტიკაში, კიდევ ერთი წინამძღოლი შეძლებს(!)…’ პატარა ლანჩხუთის “გურიასთან”, ხომ მოფრინავდენ სათამაშოდ მოსკოვისა და კიევის დიდი გუნდები, ასევე გამოფრინდებიან თბილისს, ევროპის დიდ სახელმწიფოთა ახალი ტალღის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები , დიდი რევერანსებით და ეს იქნება ხვალ, ზეგ, თუნდაც მაზეგ, მაგრამ მაინც იქნება(!)..”



