მათი რეკომენდაციები ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების გაკრიტიკებას ემსახურებოდა და სრულად იყო დაცლილი სამართლებრივი არგუმენტაციისგან, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა ვენეციის კომისიის შესახებ.
იგი ამგვარად გამოეხმაურა შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, დატოვოს ვენეციის კომისია.
„ბოლო წლების განმავლობაში, როგორც ვენეციის კომისია, ასევე სხვა ორგანიზაციები, სახელმწიფოს წინააღმდეგ ინსტრუმენტად არიან გამოყენებული. ამაზე მიუთითებს ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც არაწევრი ქვეყნის, ამ ორგანიზაციიდან გასვლა”, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.
შეერთებულმა შტატებმა, 66 ორგანიზაციას მხარდაჭერა შეუჩერა. მათ შორის ამერიკამ დატოვა ვენეციის კომისია. დონალდ ტრამპმა მას „უსარგებლო ორგანიზაცია“ უწოდა.

