ახლა გინდა დაიშალონ და გინდა შეერწყან ერთმანეთს, გინდა ლანძღონ და აქონ ერთმანეთი, კოლექტიურ აგენტურას არავითარი ძალა და გავლენა არ აქვს საზოგადოებაზე. მითუმეტეს არანაირი მხარდაჭერა არ აქვს ქართველი ხალხის მხრიდან. მათი განცხადებები რამდენიმე ტელევიზიაში სიუჟეტის გასაკეთებლად თუ გამოადგებათ,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა ოპოზიციის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საუბრისას.
გორდულაძის განცხადებით ქვეყანაში არსებულ ოპოზიციას ქართველი ხალხის მხრიდან მხარდაჭერა არ აქვს, მათი აგენტურული ბუნებიდან გამომდინარე.
„არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რადიკალური ოპოზიცია გაერთიანდება თუ გაიყოფა, ისინი საკუთარ გადაწყვეტილებებშიც კი არ არიან დამოუკიდებლები. ჩვენ არაერთხელ გვაქვს ნანახი, რომ მათ შორის ინფორმაციის გასავრცელებლად და განცხადების გასაკეთებლად სჭირდებათ თავიანთი პატრონების, დავალების მიმცემების მიერ ტექსტის გამოგზავნა და შემდეგ ამ ტექსტს მხოლოდ და მხოლოდ ქართულად თარგმნიან და სიტყვა-სიტყვით წერტილ-მძიმით მიყვებიან. შესაბამისად, მათ ამ გაერთიანებებს და განცხადებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი გადაქცეულნი არიან მოლოდინის რეჟიმში თავიანთი პატრონები რა დავალებებს მისცემენ. რადგანაც იმართებიან გარედან ამიტომაც არის, რომ მათი მხარდაჭერა ქართული საზოგადოების მხრიდან ნულს უტოლდება.“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

