მადლობას ვუხდით საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს სამძიმრისა და თანაგრძნობის გამოხატვისთვის, – ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში დღეს ეროვნული გლოვის დღეა.
„დღეს შვეიცარიაში ეროვნულ გლოვის დღეა, რომელიც პირველ იანვარს კრან-მონტანაში მომხდარი გამანადგურებელი ხანძრის მსხვერპლთა ხსოვნას ეძღვნება. ჩვენი ფიქრები ყველა იმ ადამიანთანაა, ვინც შვეიცარიასა თუ მის ფარგლებს გარეთ დაზარალდა. მადლობას ვუხდით საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, სამძიმრისა და თანაგრძნობის გამოხატვისთვის“, – წერს საელჩო.
ცნობისთვის, აფეთქება პირველ იანვარს, ადგილობრივი დროით 01:30 საათზე სათხილამურო კურორტ კრანს-მონტანაში, Le Constellation Bar and Lounge-ში მოხდა, სადაც ახალ წელს აღნიშნავდნენ. სათხილამურო კურორტზე აფეთქების შედეგად დაღუპულია 40-მდე ადამიანი, 100 მეტი ადამიანი კი დაშავდა.

