თომა ჩაგელიშვილი RUSTAVI2-ის ეთერში გასულ გადაცემაზე “ღამე მუზეუმში” გავრცელებულ უსაფუძვლო ბრალდებებს ეხმიანება.
“ტელეკომპანია რუსთავი 2- ის ეთერში გადაცემა ,,ღამე მუზეუმში,” გასვლის შემდეგ (რომლის წამყვანი მე ვარ:-) სოციალურ ქსელში გამოჩნდა ტყუილებით გაჯერებული შეურაცმყოფელი სტატუსი და რამდენიმე კომენტარი იმის შესახებ, თუ როგორ ვაქციეთ „ბარბაროსებმა“ ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდი გადასაღებ მოედანად. ვინაიდან ამ პოსტმა გარკვეული აუდიტორიის ინტერესი გამოიწვია მინდა გითხრათ, რომ:
1. სამუზეუმო სივრცეში გადაღება აპრობირებული პრაქტიკაა მსოფლიოს ნებისმიერ დიდ თუ პატარა მუზეუმში და ამ თვალსაზრისით გამონაკლისს არც საქართველოს მუზეუმები წარმოადგენს;
2. გადაღების ნებართვა გასცა ეროვნულმა მუზეუმმა და მათი კომპეტენცია და სანდოობა კითხვის ნიშნებს არ იწვევს.
3. გადაღების პროცესი მიმდინარეობდა სამუზეუმო სივრცეში დაშვებული წესების სრული დაცვით, შესაბამისი სპეციალური განათებისა და აუდიო -აპარატურით.
ეს ეხება მუსიკალური ნომრების ჩაწერასაც, რომლებიც გადასაღებ მოედანზე, ბუნებრივია, არ შესრულებულა და მხოლოდ ვიდეო-კადრები იქნა გადაღებული.
ჩვენი გადაცემა ,”ღამე მუზეუმში,” ქართული კულტურისა და საქართველოს მუზეუმების პოპულარიზაციის საქმეს ემსახურება და არა მუზეუმების “გადასაღებ მოედნად ქცევას “.
პირველსავე კომენტარში ვდებ გადაცემის ოფიცალურ ფეისბუქ გვერდს და აუცილებლად დაალაიქეთ, რომ არ გამოგვრჩეს სიახლეები გადაცემის შესახებ და ერთად გავუწიოთ პოპულარიზაცია ჩვენს მუზეუმებს,”- წერს თომა ჩაგელიშვილი.

