უმრავლესობის შეკითხვებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი პასუხობს. სავარაუდოდ, აუდიენცია შეეხება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესაც.
“ძალიან ბევრი პოზიტივი აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. ყველა საკითხს შეეხებიან ალბათ, რომელიც მნიშვნელოვანია დღეს საქართველოსთვის”,-აღნიშნა შოთა ხაბარელმა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლის ბრალი აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად საზღვრის უკანონო კვეთასა და დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანაში ედება. მუხთარლის გაუჩინარების ფაქტზე საქართველოს შს სამინისტრომ 30 მაისს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და ისჯება 2-დან 4 წლამდე პატიმრობით. საქმეზე ქართველმა სამართალდამცველებმა ჟურნალისტის მეუღლე და მისი მეგობრებიც დაკითხეს.