თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“დიდი ინტერესი გამოწვია თბილისის მერის მიერ დაანონსებულმა სიახლემ- გზაჯვარედინებზე, საცობების თავიდან ასარიდებლად, ყვითელი ხაზების ქსელის მოწყობის თაობაზე.
„Yellow Box“ წარმოადგენს გზაჯვარედინზე დატანილ ყვითელი ხაზების ქსელს. მისი მთავარი პრინციპი მარტივია — მძღოლი არ უნდა შევიდეს მონიშნულ ზონაში, თუ წინასწარ ხედავს, რომ გზაჯვარედინის გასასვლელი თავისუფალი არ არის და მის დატოვებას შეუფერხებლად ვერ შეძლებს (ანუ თუ საცობია).
ამგვარად, გადატვირთული მოძრაობის დროსაც კი გზაჯვარედინის სივრცე თავისუფალი რჩება სხვა მიმართულებით მოძრავი ან მობრუნებული სატრანსპორტო ნაკადებისთვის.
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.. შეიძლება იყოს ავტომობილი, გზატკეცილი, ბრბო, ქუჩა და ტექსტი გამოსახულება”, – წერს მანანა თოქმაჯიშვილი.


