ფიცი მწამს, მაგრამ ბოლო ძალიან მაკვირვებს… ჩემი მეგობრის, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილის შემდეგ, კიდევ ერთი რეაგირება გააკეთა აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა, ტულსი გაბარდმა „დიპ სტეიტის“ შესახებ, თქვა – რომ ეს ჩრდილოვანი ძალა კვლავ რჩება გამოწვევად მისი ქვეყნისთვის და რომ ეს ბრძოლა 2026 წელსაც გაგრძელდება. კიბატონო, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ამ საშვილიშვილო საქმეში, მაგრამ პირადად მე მაქვს რამდენიმე კითხვა და ამ კითხვებს აუცილებლად ესაჭიროება პასუხები, – წერს ანალიტიკოსი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.
ქართველიშვილს სამი შეკითხვა აქვს, მაგალითად, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან, “დიპ სტეიტთან” ბრძოლის ფარგლებში, რატომ არასდროს დასახელებულა არც ერთი პიროვნება, ორგანიზაცია თუ ოლიგარქიული ოჯახი, რომელიც რეალურად ჩრდილოვან მმართველობას წარმოადგენს და რატომ გრძელდება გაურკვეველი დუმილი საქართველოსთნა მიმართებით, რომელმაც “დიპ სტეიტის” წინააღმდეგ პირველმა ამოიღო ხმა.
ანალიტიკოსის მესამე და მთავარი კითხვაა, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის ბრძოლა “დიპ სტეიტის” წინააღმდეგ რეალურია თუ საქმე გვაქვს ოლიგარქიული მმართველობის რებრენდინგთან.
“ფიცი მწამს, მაგრამ ბოლო ძალიან მაკვირვებს… ჩემი მეგობრის, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილის შემდეგ, კიდევ ერთი რეაგირება გააკეთა აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა, ტულსი გაბარდმა „დიპ სტეიტის“ შესახებ, თქვა – რომ ეს ჩრდილოვანი ძალა კვლავ რჩება გამოწვევად მისი ქვეყნისთვის და რომ ეს ბრძოლა 2026 წელსაც გაგრძელდება. კიბატონო, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ამ საშვილიშვილო საქმეში, მაგრამ პირადად მე მაქვს რამდენიმე კითხვა და ამ კითხვებს აუცილებლად ესაჭიროება პასუხები.
1 – თუ აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაცია „დიპ სტეიტს“ ებრძვის, რატომ აქამდე არასოდეს დასახელებულა არც ერთი პიროვნება, არც ერთი კორპორაცია თუ ოლიგარქიული ოჯახი, რომელიც რეალურად არის ჩრდილოვანი მმართველობა და რატომ ეძებს მოქმედი ადმინისტრაცია ბნელ ოთახში კატას, როდესაც ეს კატა იქ არ არის? რატომ ცდილობენ დაგვაჯერონ, რომ ბაიდენი, სოროსი, ბლინკენი, სპეცსამსახურის შუა რგოლის მენეჯერები და მსგავსი პირები წარმოადგენენ „დიპ სტეიტს“?
2 – რატომ გრძელდება საქართველოს მიმართ გაურკვეველი დუმილი, როდესაც პირველი ქვეყანა, რომელმაც ხმა ამოიღო „დიპ სტეიტის“ წინააღმდეგ იყო სწორედ საქართველო? ნაცვლად იმისა, რომ მადლობა ეთქვა მოქმედ ადმინისტრაციას ჩვენი წვლილისათვის და ყველა ხელოვნური გაუგებრობა წარსულისთვის ჩაებარებინა, რატომ გაიწელა ეს პაუზა?
3 – დაბოლოს, მთავარი კითხვა: არის კი ეს ბრძოლა რეალური „დიპ სტეიტის“ წინააღმდეგ, თუ საქმე გვაქვს ჩრდილოვანი ოლიგარქიული მმართველობის სახეცვლილებასთან, როგორც ზაზა შათირიშვილი იტყოდა, მის რებრენდინგთან?
ჩემი აზრით ამ კითხვებს სჭირდება პასუხები და ბევრი რამე სწორედ აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯებით გაირკვევა…” – წერს დავით ქართველიშვილი.
