უკრაინის ეკონომიკური დახმარების გეგმის ხელმოწერა გადაიდო.
გამოცემა „ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, უკრაინის ომისშემდგომ მხარდაჭერაზე გათვლილი ეკონომიკური ღონისძიებების პაკეტის გამოცხადება გრენლანდიის საკითხზე დავამ შეაფერხა. 800 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტი უკრაინას, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დავოსში უნდა შეთანხმებულიყო. თუმცა, გაზეთის ინფორმაციით, მისი გამოცხადება მას შემდეგ გადაიდო, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ორშაბათს ღამით გამართულ საკვანძო შეხვედრაზე წარმომადგენელი არ გაგზავნა.
„კეთილდღეობის გეგმა“ საბოლოოდ არ ჩავარდნილა და მას, შესაძლოა, მოგვიანებით მოეწეროს ხელი“, – იუწყება ბრიტანული გამოცემა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე განაცხადა, რომ ის დავოსში მხოლოდ იმ შემთხვევაში გაემგზავრება, თუ აღნიშნულ გეგმასა და აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიებს მოეწერება ხელი.
https://bntnews.bg/news/temata-ukraina-na-zaden-plan-v-davos-1375075news.html
