ტელეკომპანია “რუსთავი 2” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივის შემდეგ, რომელმაც ვრცლად ისაუბრა საზოგადოებაში დებატების, ჯანსაღი დისკუსიის არსებობის აუცილებლობაზე – ჩვენი არხი აცხადებს, რომ სრულად ვეთანხმებით პრემიერის პოზიციას და ვიზიარებთ ამ
პასუხისმგებლობას.
შესაბამისად, ვაცხადებთ მზაობას, ჩვენი ეთერი გაიხსნას დისკუსიისათვის ჩვენ მიერ შერჩეული ფორმატის, თემატიკისა და განსხვავებული აზრის მქონე რესპოდენტების მონაწილეობით, რასთან დაკავშირებითაც დეტალურ ინფორმაციას უახლოეს დღეებში ვაცნობებთ საზოგადოებას”- ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები
