ამერიკელი კანონმდებლები აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივნის, კრისტი ნოემის თანამდებობიდან წასვლას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი იმპიჩმენტით იმუქრებიან. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
კანონმდებლების უკმაყოფილება ქალაქ მინეაპოლისში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტების მიერ ორი მოქალაქის მოკვლის შემდეგ გამძაფრდა.
აღსანიშნავია, რომ, თუ ნოემის იმპიჩმენტს 213-ვე „დემოკრატი“ დაუჭერს მხარს, მისი გადაყენებისთვის მაინც იქნება საჭირო რამდენიმე „რესპუბლიკელის“ ხმა.
შიდა უსაფრთხოების მდივნის თანამდებობიდან დათხოვნა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ტომ ტილისმაც მოითხოვა.
კომენტარები
