„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ჩიორა თაქთაქიშვილი მეუღლის ილია ნიკოლაიშვილის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტს სახელმწიფო უსაფრთხოების სასამხური პასუხობს. ილია ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ სუს-ის მხრინდა დაგეგმილმა პროვოკაციამ იძულებული გახადა ქვეყანა დაეტოვებინა.
,,ილია ნიკოლაიშვილი სუს-ში იმყოფებოდა დაკითხვაზე მოწმის სახით 2016 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ მის მიმართ გამოძიებას არანაირი ინტერესი არ ჰქონია და არც რაიმე შეზღუდვა ჰქონია ქვეყნიდან გასვლასთან დაკავშირებით. მისი განცხადება არის საფუძველს მოკლებული და ცილისწამებლური” -აცხადებენ სუს-ში.
კომენტარები