გვარამია-ჯაფარიძის კოალიციის დაშლას უარყოფს თავად ნიკა გვარამია. ზურა ჯაფარიძემ კი „ქრონიკის“ სატელეფონო ზარს არ უპასუხა. „პრაიმ-ტაიმის“ ინფორმაციით კი, ზურა ჯაფარიძემ და მისი პარტიის წევრებმა საერთო ჩატები დატოვეს.
სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, რომ კოალიციის წევრები გაღიზიანებული არიან რადგან მათივე სიტყვებით, ბიძინა ივანიშვილი, მამუკა მდინარაძის საშუალებით ალაგებს სიტუაციას, თავად კი დავალებებსაც ვერ ასრულებენ. ასევე ჯაფარიძე ვარაუდობს, რომ “ქართული ოცნება” საგარეო ურთიერთობებშიც მოახერხებს თავისი გაიტანოს, რაც ავტომატურად რადარებიდან მათ საბოლოო გაქრობას გამოიწვევს და გვარამიასთან ერთობის შესახებ დავალებების შესრულებაზეც უარს ამბობს.
კომენტარები
