მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილეს საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობას და ეუთო-ს ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.
მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, უსაფრთხოების გამოწვევები და მათი დაძლევის გზები. მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობას და ჩართულობას.
კომენტარები
