ჩვენ მიერ მიღებული კანონები ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვას ემსახურება, ამას ქვეყნის შიგნით და გარეთ მყოფი არაკეთილმოსურნეები რაღაც რეპრესიულ კანონმდებლობად აფასებენ, რადგან არ აწყობთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, მიზანია, უცხოური ფულის ჩარევა ქართულ პოლიტიკაში არ შეიზღუდოს.
„სისულელეა, რომ მიგრანტს მის ნათესავთან ფულის გამოგზავნა არ შეეძლება. როგორც იზღუდება უცხოელის მიერ პოლიტიკის დაფინანსება და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ნებისმიერ ქვეყანაში, ანალოგიურად უნდ შეიზღუდოს პოლიტიკური აქტივობის დაფინანსებაც. მარტა კოსი, ლორა თორნტონი იმუქრებიან, რომ რაღაც შავ გზებს მონახავენ, რათა საქართველოში ეს ფული შემოიტანონ მდიდარი „ენჯეოების“ დასაფინანსებლად. ჩვენ ვალდებული ვართ, ამას პასუხი გავცეთ და ყველაფერი ამოვავსოთ, რაც მათ პოტენციურად შავ ხვრელებად წარმოუდგენიათ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
