“რუსთავი-2”-ის დებატებში, ერთ-ერთმა ნაცპერსონაჟმა აღიარა, რომ “ქართული ოცნება” PR-ში მაგარია. სწორი პოლიტიკური “პიარი” არის საზოგადოების მოთხოვნებზე რეაგირება საქმიანობით თუ სხვადასხვა პოლიტიკის შეთავაზებით – იქნება ეს მშვიდობა, განვითარება თუ თვითმყოფადობის დაცვა, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
“რუსთავი-2”-ის დებატებში, ერთ-ერთმა ნაცპერსონაჟმა აღიარა, რომ “ქართული ოცნება” PR-ში მაგარია, “მხოლოდ” ერთეული ოპოზიციონერების ომის მხარდამჭერებად წარმოჩენაში; რადიკალებს არავინ უშლით დადგნენ მშვიდობის მხარეს. თუმცა, ერთეულები კი არადა, სექტის ყველა ანგარებიანი ადეპტი ორკესტრირებული განცხადებებით “გლობალური ომის პარტიის” მონაა. მათთვის მშვიდობიანი განვითარების მხარდაჭერა აკრძალულია გარე დესტრუქციული სპონსორებისგან.
სწორი პოლიტიკური “პიარი” (PR, Public Relations) არის საზოგადოების მოთხოვნებზე რეაგირება საქმიანობით თუ სხვადასხვა პოლიტიკის შეთავაზებით – იქნება ეს მშვიდობა, განვითარება თუ თვითმყოფადობის დაცვა. “ქართული ოცნება” მრავალი მიმართულებით სთავაზობს ხალხს იმას, რა დაპირებების გამოც აირჩიეს, ამით აიხსნება მრავალჯერადად გამარჯვება. ხოლო ნაცრადიკალების ნიშა არის წოწიალი ქუჩებში, სიბრიყვეების ფრქვევა, დაჯღანული პერფორმანსები, მათ შორის უსამშობლოთა ტელესტუდიებში. არ სურთ ამ შმორიდან ამოსვლა, ეს მათი ნებაა. 2028 წელს სხვა კონსტრუქციული ოპოზიციური პარტიები დაწინაურდებიან არჩევნებში“, – წერს აბაშიძე.
