ტყუის თუ არა გიორგი გახარია, როდესაც ამბობს, რომ ის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მიიწვიეს?
პარტიამ ფეისბუქზე დადო ანონსი, რომ გახარია მიუნხენის კონფერენციას დაესწრებოდა და ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავდა, თუმცა კონფერენცია ისე დასრულდა, რომ არც გახარიას და არც მის პარტიას მიუნხენში ყოფნის ან შეხვედრის ამსახველი არცერთი ფოტო ან ვიდოემასალა არ გამოუქვეყნებია.
მმართველი გუნდი გიორგი გახარიას მორიგ სიცრუეზე საუბრობს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ეჭვობს, რომ გახარია მიუნხენში საერთოდ არ ყოფილა.
“კოლექტიური “ნაცმოძრაობისთვის” არსებობს პარალელური სამყარო, ისინი პარალელურ საქართველოს ქმნიან. როგორც აღმოჩნდა, ისინი, მათ შორის, ქმნიან პარალელურ მიუნხენის კონფერენციას, მიწვეული არის, ალბათ ბატონი გიორგი გახარია და ახლა სიტყვითაც გამოდის იმ პარალელურ სამყაროში, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” სთავაზობს მათი პატრონების დავალებით, ჩვენს საზოგადოებას.
მთავარი არის ერთი, რომ ასეთი მდარე ხასიათის ტყუილები მხოლოდ კონკრეტული აგენტურის აქტუალიზაციის მცდელობაა, რომ როგორმე მათი სახე შეინარჩუნონ და როგორმე ქართულ საზოგადოებას შეასაღონ ბრალდებული პირები, მათ შორის, მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირები, როგორც პოლიტიკური მოღვაწეები, მაგრამ გიორგი გახარია არის გაჭრილი კარტი, რომელიც მიმალვაშია”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
