აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, „მშვიდობის საბჭოს“ სხდომაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს არჩევნებში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ეს მხარდაჭერა ევროპელებს არ მოსწონთ.
„უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანს არჩევნებში ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს. ევროპაში ეს მხარდაჭერა ყველას არ მოსწონს, მაგრამ ეს ნორმალურია. ის წარმოუდგენელ სამუშაოს ასრულებს. მან წარმოუდგენელი სამუშაო გასწია მიგრაციის საკითხში, განსხვავებით იმ ზოგიერთი ქვეყნისგან, რომლებმაც საკუთარ თავს ზიანი მიაყენეს. მინდა, გაცნობოთ, რომ თქვენ გაქვთ ჩემი სრული მხარდაჭერა და მე ამას საჯაროდ ვაცხადებ. ეს მანამდეც გავაკეთე და კიდევ ვაკეთებ თქვენ არჩევნების მოახლოებასთან ერთად. ვფიქრობ, რომ კარგად უნდა იყოთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა და ვიქტორ ორბანს საბჭოს პირველ სხდომაზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადა.
