ჰორმუზის სრუტის 7 დღეში გახსნის შესახებ თეირანის მიერ ვაშინგტონისთვის შეთავაზებული წინადადება ისევ ძალაშია, – აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატების თანხმობის შემთხვევაში, სრუტე 6 დღეში გაიხსნება, მეშვიდე დღეს კი ამერიკულ-ირანული მოლაპარაკებები აღდგება.
„ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი კონკრეტული შვიდდღიანი გეგმა და განვაცხადეთ, რომ აუცილებელი პირობების შესრულების შემთხვევაში, სრუტე შეიძლება გაიხსნას და საზღვაო მიმოსვლა შვიდ დღეში აღდგეს. ახლა არჩევანი აშშ-ზეა“, – განაცხადა მან.
კომენტარები
