ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა 2026-2027 წლებისთვის სირიისთვის ფინანსური დახმარების მსხვილი პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა, რომელიც 600 მილიონ ევროს აღემატება. თუმცა, ევროკავშირმა ფინანსური დახმარების გამოყოფის სანაცვლოდ დამასკოს ახალ მთავრობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევა არ მოსთხოვა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დღემდე მრავალი ევროპული ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ყოფნის აღწერისას თავს იკავებს ტერმინ „ოკუპაციის“ ოფიციალური გამოყენებისგან. უფრო მეტიც, საერთაშორისო სამართლის მდგრადი მცველების პოზიციონირებით მათ მეგობრულ ურთიერთობები აქვთ იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს მოსკოვის მოთხოვნით დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებენ, რითაც საერთაშორისო სამართალს არღვევენ. აი, ორი ნათელი მაგალითი: ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა 2026-2027 წლებისთვის სირიისთვის ფინანსური დახმარების მსხვილი პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა, რომელიც 600 მილიონ ევროს აღემატება. თუმცა, ევროკავშირმა ფინანსური დახმარების გამოყოფის სანაცვლოდ დამასკოს ახალ მთავრობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევა არ მოსთხოვა.
იგივე ეხება ევროკავშირის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევის კიდევ ერთი სახელმწიფოს მხარდაჭერას – წყნარ ოკეანეში მდებარე ნაურუს. ნაურუ ევროკავშირის წყნარი ოკეანის რეგიონული თანამშრომლობის პროგრამაშია ჩართული, GLobal Gateway-ის ინიციატივა და ა.შ., რომლებიც კლიმატური მდგრადობის, მდგრადი განვითარების, საჯარო ფინანსების მმართველობაზეა ორიენტირებული. გამოყოფილი თანხების საერთო მოცულობა მილიონობით ევროს აღწევს.
ამ შემთხვევაშიც ევროკავშირმა არ მოუწოდა ნაურუს შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის დარღვევა და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევებისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს უფრო უთხრის ძირს. ამიტომ, ნებისმიერ ფინანსური დახმარება, რომელიც საერთაშორისო სამართლის დამრღვევებს გადაეცემა, მის მიერ ძირითადი ნორმების პატივისცემას უნდა უკავშირდებოდეს“, – განაცხადა სამხარაძემ.
