თითქოს ბუნებას და დემოგრაფიას იცავდნენ საქართველოში, გააჩერეს ეს უდიდესი პროექტი და დარტყმის ქვეშ დააყენეს საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, უზარმაზარი ჯარიმის გადახდის წინაშე დაგვაყენეს , – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
დეპუტატი გამოეხმაურა პარიზის სააპელაციო სასამართლოს მიერ „ნამახვანჰესის“ საქმეზე ოთხასი მილიონი დოლარის გადახდის აღსრულების შეჩერებას
„ეს ძალიან მძიმე თემაა და დიდი ხანია ამაზე ვსაუბრობთ. ჯგუფებმა, რომლებმაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობა შეაჩერეს, ფინანსური წნეხის ქვეშ დააყენეს საქართველო. აქ საუბარი არაა იმაზე, რომ ეს თემა დახურულია, უბრალოდ აღსრულებაა შეჩერებული. ასეთი რისკის ქვეშ დავდექით მათი ანტიქართული მოქმედებით. თითქოს ბუნებას და დემოგრაფიას იცავდნენ საქართველოში, გააჩერეს ეს უდიდესი პროექტი და დარტყმის ქვეშ დააყენეს საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, უზარმაზარი ჯარიმის გადახდის წინაშე დაგვაყენეს და მომავალი ინვესტიციები, რაც უნდა ჩადებულიყო და 800 მილიონამდე გაიზრდებოდა, ესეც შეაჩერეს. ეს ადამიანები არიან უსამშობლოები. საქართველო ეცდება მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.
