როდესაც დიდ მეგაპროექტებზე ვსაუბრობთ, რომლებიც პრემიერის ჩართულობითა და სამინისტროების უშუალო მხარდაჭერით განხორციელდება ჩვენს ქალაქში, ერთ-ერთი არის რუსთავის ისტორიული სტადიონის რეაბილიტაცია, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.
როგორც ლაცაბიძემ აღნიშნა, რუსთავში უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტების 8000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება.
„სტადიონი მოგვცემს შესაძლებლობას, ფეხბურთი დავაბრუნოთ რუსთავში, ის გამარჯვების ემოცია დავაბრუნოთ, რომელიც გვქონდა. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო წლების განმავლობაში და ბედნიერები ვართ, რომ რუსთავის საფეხბურთო ისტორია ამ ახალი ინფრასტრუქტურით აუცილებლად გაგრძელდება“, – აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.
კომენტარები
