შთაბეჭდილება მრჩება, ხართ პოზიციაში, რიყეზე რომ გავა ადამიანი და ქვას ვერ დაინახავს, სამყაროში რა ხდება თითქოს ვერ ხვდებით – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი – დებატები“.
„ეს არ არის 2023 წელი, როდესაც ჩვენ ვამტკიცებთ რაღაცას უცხოურ დაფინანსებაზე. ეს არის 2026 წელი, გამოვიარეთ 2025 წელი, როდესაც დაიხურა USAID-ი. თქვენ ვერ ხედავთ ამ რიყეზე ქვებს, მაგრამ ევროკავშირი ხედავს, რომელმაც დემოკრატიის ფარი აღმართა და დასაბუთება და განმარტებები რაც არის ამ დემოკრატიის ფარში – უცხოური ჩარევა და უცხოური ფული უნდა იყოს გამჭვირვალე და მერე საზოგადოება თვითონ დაინახავს რაც არის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
კომენტარები
