ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრობის” თბილისის მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
“აი, დაცინვა და მასხრად აგდება ამას ჰქვია!!!… ამაზე მეტი შეურაცხყოფა რაღა გინდათ, ჩემო თბილისელებო!!!
ჩვენი კანდიდატი ეს ტაკიმასხარა, მიშას “შნირი”, 7 ნოემბრის და 26 მაისის “გამპრავებელი”, 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმის მორალური და იდეოლოგიური მხარდამჭერი, რუსთავი-2-ის ფინანსური და კრიმინალური მაქინაციების თანამონაწილე ზალიკო უ-დუმაშვილი ყოფილა!
და რომელი გაბრაზებული თბილისელის არჩევანი შეიძლება გახდეს იგი???…. იმ თბილისელის, 9 წელი ტყუილში რომ აცხოვრა???
იმ სოლოლაკელის, რომელსაც სისხლიანი 26 მაისი გაუთენდა? იმ გლდანელის, ციხიდან გაუპატიურებული ბიჭების განწირული ბღავილი რომ ესმოდა?
იმ ორთაჭალელის, სადგურზე ჩაცხრილული ბიჭების სულის ამოხდომის ხმა რომ გაიგო?
იმ ვაკელის, მათ თვალწინ გაზრდილი ბუტა ჯერ რომ მოუკლეს და მერე კრიმინალად შეურაცხეს? იმ ბიჭების, იმ მშობლების, იმ გაკოტრებული ბიზნესმენების, იმ ნაწამები პატიმრების, იმ დაჭერილი სპორტსმენების, იმ უმუშევარი პროფესორ- მასწავლებლების, იმ ჩარეცხილი ინტელიგენციის…. ან იქნებ “ქართულ ოცნებაზე” გაბრაზებული თბილისელების იმედი აქვს???
იმ გაბრაზებულების, ვისაც მათი ცემის და ქვეყნიდან გაყრის საშუალება არ მოგვცეს! ვისაც კოჰაბიტაცია “შემოგვტენეს”, ვისაც სამართალი არ აღგვადგენინეს! ალბათ… ალბათ…. მეც გაბრაზებული ვარ!!! ძალიან გაბრაზებული!!!
მაგრამ შენ მხარს არასოდეს დაგიჭერ!!! ჩემ თავს ასეთ შეურაცხყოფას არ მივაყენებ!!!! არც თბილისს!!!…” – წერს ხათუნა ხოფერია.