“უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე, ნიკოლოზ მჟავანაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებებს ეხმაურება.
როგორც მჟავანაძე აღნიშნავს, “ნაციონალური მოძარაობის” წარომადგენლები და მათი მხარდამჭერი ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარვეზებზე საუბრობენ და თვალს ხუჭავენ იმ გარემოებაზე, რომ სწოერდ ამ სისტემის უმნიშვნელოვანესი რგოლი – საკონსტიტიუციო სასამართლოს სახით პრაქტიკულად, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ საქვეუწყებო დაწესებულებად არის გადაქცეული. მისივე თქმით, ისინი ისე თავდაჯერებულნი არიან ამ სასამართლოს მათდამი ერთგულებაში, რომ აღარ დაგიდევენ თუნდაც მათ ფორმალურ რეპუტაციას და საკუთარ გამონათქვამებს კონტროლს ვეღარ უწევენ და პირდაპირ ლუსტრირებას ახედენენ”.
“2016 წლის 31 მაისს “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში გადაცემა „აქცენტებში“ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გვარამიამ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს მათ რამდეინმე სარჩელს და სააპელაციო სასამართლო პროცესის დასრულებას ჩქარობს, რათა მას არ დაასწროს საკონსტიტუცო სასამართლომ და არ გააუქმოს ის ნორმები, რომელთა საფუძველზეც ეს დავა მიმდინარეობს. მან ასევე განაცხადა, რომ იმავე დღეს (31 მაისს) დადებული ვეტოს შემდეგ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს სათანდო დრო აქვს, რომ მოაწყოს გადაწყვეტილების მიღება ამ საკითხზე (ანუ “რუსთავი 2”-ის პირველ სარჩელზე ( სარეგისტრაციო #679), სადაც ითხოვენ მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგების თაობაზე ნომრის გაუქმებას – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი). სინამდვილეში, ამით გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოს განუსაზღვრა საკმოდ შეზღუდული დრო, ვინაიდან ამ ვეტოს დაძლევა – არ დაძლევის საკითხი ლოგიკურად ცხადია, საკმაოდ მოკლე ხანში უნდა გადაწყვეტილიყო.
ამის შემდეგ, მან საერთოდ უკვე პირდაპირ განაცხადა, რომ რაც არ უნდა მოხდეს მათ აქვთ სათადარიგო გზაც, ანუ საკონსტიტუციო სასამრთლოს განხილვაშია „რუსთავი 2“-ის მეორე სარჩელიც და აქ მან პრაქტიკულად სკანდალური აღიარება გააკეთა და პირდაპირ თქვა, რომ „იქ რეტრო აქტიურობის ნორმაც უქმდება“. აქ საუბარია საკონსტიუციო სასამრთლოში “რუსთავი 2″-ის მეორე სარჩელზე (სარეგისტრაციო #678), სადაც ისინი ითხოვენ, რომ საკონსტიტუციო სასამრთლოს გადაწყვეტილებებს მიენიჭოს უკუძალა წარსულ დროში და ის გახდეს ახლად აღმოჩენილი გარემოება საერთო სასამრთლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-მუხლზეა საუბარი, რაც ახლად აღმოჩენი გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას ითვალისწინებს) ანუ მარტვივად რომ ვთქვათ, საკონსტიტუციო სასამრთლოს გადაწყვეტილება უნდა გახდეს საერთო სასამრთლოების მიერ წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებათა გაუქმების, მათი გადასინჯვის და ახალი ( უკვე ცხადია ძველისგან საპირსპირო) გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ამით გვარმიამ თავისდაუნებურად განაცხადა, რომ მან იცის, რომ მომოვალში საკონსტიტუციო სასამართლოში დაკმაყოფილდება მათი სარჩელი, ვინაიდან, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მისი განცხადებით „იქ რეტრო აქტიურობის ნორმაც უქმდება“ ანუ სწორედ ის ნორმა, რაც ამჟამდ არ ითვალიწინებს საკონსტიტუციო სასამრთლოს გადაწყვეტილებებისთვის ძალის მინიჭებას წარსულ დროში”,- განაცხადა მჟავანაძემ “პირველ პრესკლუბში”.
მჟავანაძის განცხადებით, ნიკა გვარამიამ იცის, საკონსტიტუციო სასამართლო როდის და როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
“2016 წლის 31 მაისსვე გვარამიამ სააგენტო „აიპრესთან“ განაცხადა, რომ იმ დღეს ანუ 31 მაისის სხდომაზე სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა “რუსთავი 2”-ის ადვოკატების თხოვნა საქმის განხილვის ერთი კვირით გადადების თაობაზე და შემდეგი სხდომა გადადო 3 ივნისს და შემდეგ უკვე აღნიშნა, რომ „როგორც ჩანს ჩვენგან განსხავებით იციან, რომ საკონსტიტუციო სასამართლო რაღაცას აპირებს და ცდილობენ დაასწრონ, მარგამ მაინც არ გამოვა. ანუ აშკარაა, რომ გვარამიამ იცის თუ საკონსტიტუციო სასამრთლო როდის (აუცილებლად სააპელაციო სასამრთლოში საქმის განხილვის დასრულებამდე) და როგორ (რახან დასწრებაზე საუბრობს, ცხადია იგულსიხმება რუსთავი 2ისთვის სასარგებლო შედეგი) გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამრთლო.
და ბოლოს დასკვნის სახით, სინტერესოა მოსარჩელე ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის (იურიდიული პირის სპეციფიკიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში სასამრთლოში წარდგენილი სარჩელის სუბიექტი არის ტელეკომპანია საქართველო) ყველა კონსტიტუციური სარჩელი (675, 678, 679, 681, 720 ,721, 726) განსახილველად დეწერა საკონსტიტუციო სასამრთლოს ერთ კოლეგიას (გამონაკლისი იყო მხოლოდ 719 კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც იმის გამო რომ გასაჩივრებული იყო „საქართველოს საკონსტიტუიცო სასამრთლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ნორმა, განიხილა სასამართლოს პლენუმმა). აღნიშული სარჩელებში სადავო იყო გამხადარი სხვადსხვა კანონში არსებული, ერთმანეთან შინაარსობლივ კავშირში არ მყოფი სხავდასხვა ნორმა. ამ სარჩელებს ერთმანეთან აერთიანებდა მხოლოდ ის, რომ მათი ავტორი წარმოადგენდა ერთსა და იმავე სუბიექტს, რაც მათი განსახილველად ერთი კოლეგიისათვის მიკუთვნების საფუძველი კი არ უნდა გამხდარიყო, არამედ პირიქით, როდესაც ერთი სუბიექტის სარჩელებს ყოველთვის განიხილავს ერთი კოლეგია, მიუხდეავდ იმისა, რომ რიგითობის მიხედვით ის მისი განსახილველი არ არის, ამან შეილება გააჩინოს ეჭვები როგორც საქმეთა განაწილების, ასევე საქმის გადაწყვეტის ობიექტურობასთან დაკავშირებით. ასეთი შემთხვევა საკონსტიტუციო სასამრთლოს პრაქტიკაში არაერთია პრაქტიკულად გამოდის რომ კონრეტული სუბიექტისთვის „პერსონალური“ კოლეგიაა გამოყოფილი საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც ექსკულზიურად მის სარჩელებს იხილავს. რაც ასევე ძალიან ნიშანმდობლივია , ასეთი საქმეები მართალია ნაწილდება „შემთხვევით“ მხოლოდ ერთ კოლეგიაზე, თუმცა იქაც, „რატომაღაც“ კოლეგიის სამ წევრზე (მომხსენებელი მოსამართლეები არიან სასამრთლოს წერვები კ.ვარძელაშვილი, ქ.ერემაძე და მ.კოპალეიშვილი) და მეოთხე წევრს მ.ტურავას „რატომღაც“ არ ხვდება ასეთი საქმეები”,- აღნიშნა მჟავანაძემ.
ნიკოლოზ მჟავანაძე: საკონსტიტუციო სასამართლო “ნაციონალებისა” და გვარამიას დაქვემდებარებაშია
2016/06/06 11:51:44
კომენტარები
ნანახია: 2265 ჯერ