ირანის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, აბდოლრაჰიმ მუსავი, ირანზე განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიღუპა.
მუსავი იმ 30-მდე საკვანძო ლიდერსა და სამხედრო მეთაურს შორის იყო, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ისა და ისრაელის გუშინდელი ერთობლივი იერიშის სამიზნე გახდნენ.
გარდა ამისა, ირანის სასამართლო ხელისუფლება ადასტურებს, რომ აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებმა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარდალი და კიდევ ერთი მაღალჩინოსანი იმსხვერპლა.
სასამართლო ხელისუფლების საინფორმაციო პორტალ “მიზანის” ცნობით, გუშინდელი თავდასხმებისას “წამებულად” დაეცნენ გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალი მოჰამედ პაკპური და ეროვნული თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი, ალი შამხანი.
კომენტარები
